"მამარდაშვილის დებიუტი ნაკრებში მწარე გამოდგა", - Marca ქართველი მეკარის შესახებ წერს
გიორგი მამარდაშვილის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტს Marca გამოეხმაურა. შეგახსენებთ, "ჯვაროსნებმა" ითამაშეს ბულგარეთთან, რომლისგანაც გაუშვეს 4 გოლი, საპასუხოდ კი მხოლოდ ერთი გაიტანეს.
"მამარდაშვილმა თავის სპორტულ კარიერაში მორიგი ნაბიჯი გადადგა წინ. ქართველმა მეკარემ ჩაატარა პირველი შეხვედრა თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში, თუმცა სამწუხაროდ, დებიუტი მწარე გამოდგა.
გოლკიპერმა, რომელმაც ლა ლიგის საწყის სამ ტურში გაუშვა მხოლოდ ერთი გოლი და გააკეთა რამდენიმე დასამახსოვრებელი სეივი, ბულგარეთისგან საკუთარ კარში 4 ბურთი მიიღო".
შეგახსენებთ, რომ "ვალენსიას" კარის დარაჯის "ხეტაფესთან" შესრულებული სეივი ლა ლიგაში თვის საუკეთესოდ აღიარეს. "ღამურები" შემდეგ მატჩს გამართავენ სტუმრად "ოსასუნასთან", 12 სექტემბერს.
აქვე დავამატებთ, რომ 20-წლის მეკარე იმყოფება თბილისის "დინამოს" საკუთრებაში, თუმცა "მურსელაგოსი" მის გამოსყიდვაზე უკვე ახლა ფიქრობს. "ლოს ჩეს" თავისი 28-ე ნომერი დაახლოებით 800 000 ევრო დაუჯდება.