მამარდაშვილის გამოსასყიდმა თანხამ შესაძლოა 30 მილიონ ევრომდე აიწიოს - ესპანური პრესა
ახალი ამბავი არ არის, რომ "ვალენსია" გიორგი მამარდაშვილის სრულფასოვნად გამოსყიდვაზე მუშაობს. შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარე თბილისის "დინამოს" საკუთრებაში იმყოფება.
Plaza Deportiva ავრცელებს "ღამურების" გოლკიპერის კონტრაქტის დეტალებს, რომელიც თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მიმდინარე წლის ბოლომდე გაფორმდება.
20-წლის კარის დარაჯის კლაუსულა, ანუ გამოსასყიდი თანხა იქნება 20 მილიონი ევრო, ხელშეკრულება კი 2025 წლამდე იქნება გათვლილი. ახლა კი ყველაზე საინტერესო: 2023 წლის შემდეგ, ახალი სეზონის დაწყების წინ, "ლოს ჩეს" 28-ე ნომრის გამოსასყიდი 5 მილიონით მოიმატებს.
მაგალითად - იმ შემთხვევაში, თუ მამარდაშვილის ტრანსფერი განხორციელდება 2023/2024 წლების სეზონის დაწყების წინ, დაინტერესებულ მხარეს 25 მილიონის გადახდა მოუწევს.
2024/2025 წლების სეზონის დაწყების წინ კი 30 მილიონი ევროს. როგორც ვხედავთ, "მესტალიელები" პერსპექტივაში ქართველი მეკარის გაყიდვის გარემოებასაც ითვალისწინებენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ხოსე ბორდალასის გუნდში გამოჩნდა ლა ლიგის ახალი სეზონის სტარტზე. "ვალენსიას" გოლკიპერმა მოასწრო სამი შეხვედრის ჩატარება და მხოლოდ ერთი გოლის გაშვება.
მამარდაშვილის აგენტი ესპანეთში დაიბარეს - ვალენსია ქართველს გამოისყიდის