ავტორიზაცია

VIDEO: დიდი მიღწევა: მამარდაშვილის სეივი ლა ლიგის თვის საუკეთესოდ დასახელდა!

თარიღი 06 სექ 2021, 23:56

ყოველი თვის ბოლოს, ლა ლიგის ოფიციალური გვერდი თვის გამორჩეულ სეივებს გვთავაზობს.

აგვისტოს თვის ტოპ 5 საუკეთესო სეივიდან პირველი გიორგი მამარდაშვილისაა.

ქართველი მეკარის მიერ "ხეტაფესთან" განხორციელებული სეივი ლა ლიგაში თვის საუკეთესოდ დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ლა ლიგის საწყის 3 ტურში "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაშია და დამაჯერებლად დგას.