ავტორიზაცია

საქართველოსთან მატჩამდე, როდის გაიტანა ბულგარეთმა 4 გოლი ბოლოს? - კითხვა, რომელზეც პასუხი პეტროვმა არ იცოდა

საქართველოსთან მატჩამდე, როდის გაიტანა ბულგარეთმა 4 გოლი ბოლოს? - კითხვა, რომელზეც პასუხი პეტროვმა არ იცოდა
თარიღი 09 Sep 2021, 10:50

როგორც მოგეხსენებათ, ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა დასრულდა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:1.

მატჩის დასრულების შემდეგ, "ლომების" მთავარმა მწვრთნელმა, იასენ პეტროვმა განაცხადა, რომ მას არ მახსოვს, თუ როდის გაიტანა ბოლოს მისმა გუნდმა ოთხი ბურთი ერთ თამაშში.

ბულგარელი დამრიგებლის გაგება შეიძლება, რადგან ეს იყო მართლაც დიდი ხნის წინ, უფრო კონკრეტულად კი 2016 წლის 6 სექტემბერს. სლავებმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს ლუქსემბურგი, 4:3.

საუბარია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე. ცნობისთვის, ამ შეხვედრის პარალელურად, "ჯვაროსნები" შინ ავსტრიასთან დამარცხდნენ (1:2).

აქვე დავამატებთ, რომ "თეთრ-მწვანეებთან" მატჩამდე, ჩვენებმა იგემეს ორი წაგება - ესპანეთთან (0:4) და კოსოვოსთან (0:1). ვილი სანიოლის გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი პეტროვის შეგირდებს ზურიკო დავითაშვილმა გაუტანა.