"ჯანოს, კეთილი სურვილებით" - ნეიმარმა ანანიძეს საჩუქარი გაუგზავნა

თბილისის დინამოს ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ პსჟ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავ ნეიმარისგან საჩუქარი მიიღო.
ამის შესახებ ფოტოს ქართველი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"ჯანოს, საუკეთესო სურვილებით. ნეიმარი," - ვხედავთ წარწერას ფრანგული პსჟ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავის მაისურზე.
ჯანო ანანიძე დინამო თბილისს აპრილში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას შემდეგ გუნდში მხოლოდ 1 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ტრავმა მიიღო, თუმცა ახლა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და დაბრუნებასთან ახლოსაა.