ავტორიზაცია

უეფას პრეზიდენტი: "პერესი ამბობდა რომ მხოლოდ სუპერლიგა გადაარჩენს მის კლუბს, შემდეგ კი 180 მილიონად მბაპეს შეძენა სცადა"

უეფას პრეზიდენტი: "პერესი ამბობდა რომ მხოლოდ სუპერლიგა გადაარჩენს მის კლუბს, შემდეგ კი 180 მილიონად მბაპეს შეძენა სცადა"
თარიღი 10 Sep 2021, 16:10

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა სუპერლიგის დამაარსებლები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„ფლორენტინო პერესი ამბობდა, რომ მისი კლუბი მხოლოდ სუპერლიგის დახმარებით შეძლებდა გადარჩენას, შემდეგ კი კილიან მბაპეს შეძენა 180 მილიონ ევროდ სცადა, ეს სახალისოა.

არ მადარდებს, თუ „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ უეფას დატოვებენ. სამივეს ჰყავს არაკომპეტენტური პრეზიდენტი, მათ ფეხბურთის მოკვლა სცადეს.

სახალისოა, რომ წინა სეზონში მათ ახალი ტურნირის შექმნა სცადეს, ამ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაზე სურთ ასპარეზობა.“ - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს Marca.

აპრილში 12-მა ევროპულმა გრანდმა ახალი პროექტის ევროპის სუპერლიგის დაარსების შესახებ გამოაცხადა. შემდეგ, 9 მათგანმა საზოგადოების ზეწოლას ვერ გაუძლო და პროექტის დატოვებაზე გააკეთა განცხადება, მასში ამ დრომდე მხოლოდ „რეალი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ რჩებიან.