პერესი ესპანურ გაზეთ El Confidencial-ს სასამართლოში უჩივის — MARCA
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი აპირებს ესპანურ გაზეთ El Confidencial-ს სასამართლოში უჩივლოს.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
ბიზნესმენს გაზეთისა და ჟურნალისტ ხოსე ანტონიო აბელანის წინააღმდეგ საჩივარი პატივისა და ღირსების დასაცავად შეაქვს.
როგორც იწერება, ყველაფერი იმ სკანდალური აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას უკავშირდება, სადაც პერესი იკერ კასილასს, კრიშტიანუ რონალდუს, ჟოზე მოურინიოს, რაულსა და "სამეფო კლუბის" სხვა გამორჩეულ წევრებს აკრიტიკებს.
გავრცელებული ცნობით, პერესმა თავის ადვოკატებს ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე გადასცა.