ავტორიზაცია

"ფიგუ - მეძავის შვილია, გუტი კი შეშლილი", - პერესის ახალი სკანდალური ციტატები გასაჯაროვდა

"ფიგუ - მეძავის შვილია, გუტი კი შეშლილი", - პერესის ახალი სკანდალური ციტატები გასაჯაროვდა
თარიღი 16 Jul 2021, 16:03

ესპანური გამოცემა Marca, El Confidencial-ზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის წარსულში ნათქვამი სკანდალური ციტატების გამოქვეყნებას აგრძელებს.

აქამდე, კლუბის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გააკრიტიკა „რეალის“ არაერთი ექს-ფეხბურთელი, მათ შორის: იკერ კასილასი, რაული, რონალდუ და სხვები.

„ფიგუ გასახდელში ყველაფერს აფუჭებს. ის მეძავის შვილივით იქცევა. ისევე, როგორც რაული. ეს ორი - ყველაზე ცუდები არიან.“ - თქვა პერესმა 2006 წელს, პირად საუბარში. 

ექვსი წლის შემდეგ, ანუ 2012-ში, პერესმა არც გუტი ერნანდესი დაინდო, რომელიც იმ დროს „რეალის“ ფეხბურთელი აღარ იყო.

პერესის თქმით, გუტი უბრალოდ ჭკუიდან არის შეშლილი და საკუთარი თავის მთავარი მტერია.

ფიგუ მადრიდის „რეალში“ „ბარსელონადან“ 2000 წელს სწორედ პერესმა გადაიყვანა, გუნდში ის 2005 წლამდე დარჩა. რაც შეეხება გუტის, ის „რეალში“ 1994-2010 წლებში ასპარეზობდა.