"საწყალ კასილასს ორი თითი აკლია და ცუდად ხედავს, მის აგენტს ოფთალმოლოგთან წაყვანა ვურჩიე", - პერესის ფრაზა 2008 წლიდან
ესპანური გამოცემა El Confidencial მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მიერ სხვადასხვა წლებში ნათქვამი სკანდალური ფრაზების გასაჯაროვებას აგრძელებს.
2008 წლის აპრილში, ფლორენტინო პერესმა იკერ კასილასი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„საწყალ კასილასს ორი თითი აკლია, მას კარგად ვიცნობ, ის არის ჯუჯა. როცა შეყვარებულთან პრობლემები აქვს, ვარჯიშებს ტოვებს, პატარა ბავშვივითაა, ან ლეკვივით. მოკლედ, მასში არის რაღაც ბავშვური.
კასილასი ყველას უყვარს, ეს საშინელებაა, ამაზრზენი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ფეხბურთის ბრალია. შეხედეთ: ის საკმაოდ დაბალია და ცუდად ხედავს. ეს მის აგენტსაც ვუთხარი: „მეგობარო, წაიყვანე ოფთალმოლოგთან. ვფიქრობ, ის ახლომხედველია.“
გეფიცებით, მართლა ვუთხარი. ეს მისივე სარგებლისთვის შევთავაზე.“ - ციტირებს პერესის სიტყვებს El Confidencial.