ავტორიზაცია

"რონალდუს დაბრუნება მანჩესტერზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს", - კარაგერი

"რონალდუს დაბრუნება მანჩესტერზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს", - კარაგერი
თარიღი 10 Sep 2021, 16:14

„ლივერპულის“ ექს-ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებაზე ისაუბრა.

„მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები ასეთი მოხიბლულები არასდროს მინახავს, როგორც კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. მათთვის ეს ძალიან დიდი მოვლენაა.

რონალდუ - ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ეს ეჭვგარეშეა. მაგრამ მგონია, რომ მისი დაბრუნება შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედზე“ უარყოფითად აისახოს.“ - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Goal.com.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი „ოლდ ტრაფორდზე“ „რეალსა“ და „იუვენტუსში“ გატარებული 12 წლის შემდეგ დაბრუნდა. „მანჩესტერ იუნაიტედში“ პირველი ყოფნის დროს მან ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და მათ შორის - პირველი ოქროს ბურთიც.

რონალდუს დებიუტი შესაძლოა ხვალ, „ნიუკასლთან“ მატჩში შედგეს.