ავტორიზაცია

"უფრო გამზადებული ფეხბურთელს ჰგავდა", - მანჩესტერის ექს-მცველმა კარიერის სტარტზე რუნი და რონალდუ შეადარა ერთმანეთს

"უფრო გამზადებული ფეხბურთელს ჰგავდა", - მანჩესტერის ექს-მცველმა კარიერის სტარტზე რუნი და რონალდუ შეადარა ერთმანეთს
თარიღი 10 Sep 2021, 16:18

„მანჩესტერ იუნაიტედის“ და საფრანგეთის ნაკრების ექს-მცველმა, უეინ რუნი და კრიშტიანუ რონალდუ კარიერის საწყის წლებში შეადარა.

აგვისტოს ბოლოს პორტუგალიელი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდა, მასზე რამდენიმე თვით უმცროსი რუნი კი „დერბის“ მთავარი მწვრთნელია.

„როცა ისინი ერთად თამაშობდნენ, რუნი უკვე პრემიერ ლიგას მიჩვეული იყო. ვფიქრობ, ეს მას უპირატესობას აძლევდა. თუმცა, ორივე ძალიან ნიჭიერები იყვნენ. იმ მომენტისთვის რუნი უკვე უფრო გამოცდილი იყო და პრემიერ ლიგას უკეთ იცნობდა, რაც მათ განასხვავებდა.

რაც შეეხება ნიჭს და შესაძლებლობებს, ისინი ერთ დონეზე იყვნენ და ორივე გუნდის თამაშს კარგად ეწყობოდა.

თავდაპირველად რუნი უფრო გამზადებული ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებდა, იმიტომ რომ მან „ევერტონის“ აკადემია გამოიარა და უფროსების გუნდშიც შეიჭრა. ის ამ გარემოში თამაშს მიჩვეული იყო.

კრიშტიანუს ადაპტაციისთვის დრო დასჭირდა. იმისთვის, რომ საჯარიმოში უფრო ეფექტური ყოფილიყო, მას საკუთარი რაღაცების მოშორება დასჭირდა.“ - ციტირებს სილვერტრის სიტყვებს Goal.com.