ავტორიზაცია

იუვენტუსის დირექტორმა რონალდუს გაყიდვაზე და მოიზე კინის შეძენაზე განცხადება გააკეთა

იუვენტუსის დირექტორმა რონალდუს გაყიდვაზე და მოიზე კინის შეძენაზე განცხადება გააკეთა
თარიღი 10 სექ 2021, 20:01

"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა, ფედერიკო კერუბინიმ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს წასვლასა და თავდამსხმელ მოიზე კინის მოსვლაზე ისაუბრა.

"როცა რონალდუმ წასვლის სურვილის შესახებ გვამცნო, უმალვე დავფიქრდით იმაზე, თუ ვინ შეცვლიდა. კრიშტიანუ წავიდა, მომავალზე სწრაფად უნდა გვეფიქრა".

"მოიზე კინი რონალდუს შემცვლელი არ არის. ის უბრალოდ სხვა გუნდის შექმნის გეგმის ერთ-ერთი ელემენტია, მაგრამ გამარჯვების გამგრძელებელი", - ციტირებს კერუბინის სიტყვებს Tuttosport.

36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გასული სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა.

მოგეხსენებათ, რონალდუს წასვლის შემდეგ, "ბებერმა ქალბატონმა" "ევერტონიდან" მოიზე კინი 2-წლიანი იჯარით დაიმატა, შემდგომი შესყიდვის ვალდებულებით.