ავტორიზაცია

ატლეტიკოს პრეზიდენტმა საულის ჩელსიში ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა

ატლეტიკოს პრეზიდენტმა საულის ჩელსიში ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა
თარიღი 10 სექ 2021, 22:36

"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ნახევარმცველ საულ ნიგესის "ჩელსიში" გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"საულს წასვლა უნდოდა. "ჩელსიში" გადასვლა სურდა და დავთანხმდით. ბაზრის ბოლო წუთებში არ ვნერვიულობდი, თუმცა საულის ტრანსფერი 23:57 საათზე დაიხურა".

"თავის მხრივ, ჩვენ გრიზმანი დავიმატეთ, როგორც ვგეგმავდით", - ციტირებს სერესოს სიტყვებს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

"არისტოკრატებმა" 26 წლის ესპანელი 5 მილიონ ევროდ ინათხოვრეს და მისი შესყიდვა 35 მილიონად შეუძლიათ.

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში საულმა "ატლეტიკოს" რიგებში 41 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.