ავტორიზაცია

გრიზმანი: "მინდა ატლეტიკოს გულშემატკივრებთან კარგი ურთიერთობა აღვიდგინო"

გრიზმანი: "მინდა ატლეტიკოს გულშემატკივრებთან კარგი ურთიერთობა აღვიდგინო"
თარიღი 10 სექ 2021, 23:27

"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ მადრიდული კლუბის გულშემატკივრებთან კარგი ურთიერთობა სურს.

"ადრე "ატლეტიკოს" გულშემატკივრებთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა და აღდგენა მინდა. ყველაფერს საქციელით დავამტკიცებ და არა სიტყვებით".

"დავბრუნდი, რათა "ატლეტიკოსთვის" ძალები არ დავიშურო. დარწმუნებული ვარ, ეს ყველა ჩვენგანს სარგებელს მოუტანს", - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს GFFN.

30 წლის ფრანგი ფორვარდი "ატლეტიკოში" "ბარსელონადან" აგვისტოს ბოლოს 2021/22 წლების სეზონის ბოლოს იჯარით გადავიდა, შემდგომი შესყიდვის უფლებით.

მოგეხსენებათ, გრიზმანს "როხიბლანკოში" უკვე უთამაშია, მადრიდულ კლუბში იგი 2014 წლიდან 2019 წლამდე ირიცხებოდა.