უეფას პრეზიდენტი: "წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას დატოვებენ"
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა რეაქცია ექნება იმაზე, "რეალი", "ბარსელონა" და "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგიდან რომ გავიდნენ.
"წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ ჩემპიონთა ლიგას დატოვებენ. ძალიან სასაცილოა, რომ ახალი ტურნირის შექმნა უნდათ, მაგრამ ამავდროულად ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდათ".
"ამ კლუბებს უბრალოდ არაკომპეტენტური ხელმძღვანელები ჰყავთ. ეს ბიჭები (ფლორენტინო პერესი, ჟოან ლაპორტა და ანდრეა ანიელი) ფეხბურთის მოკვლას ცდილობდნენ", - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს Marca.
"რეალი", "ბარსელონა" და "იუვენტუსი" ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეას დღემდე მხარს უჭერენ, ხოლო დანარჩენმა კლუბებმა, რომლებიც თავდაპირველად პროექტში მონაწილეობდნენ, უარი განაცხადეს.