რატომ მიიღო ატლეტიკომ 60-მილიონიან შეთავაზებაზე უარი?
"ფიორენტინამ" თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე "ატლეტიკოს" შეთავაზება იუარა, წერს Sky Italia.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდული კლუბი 21 წლის სერბში 60 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა იტალიელებმა ფეხბურთელთან განშორება არ ისურვეს.
როგორც აღინიშნება, ფლორენციელები ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ მეტს ითხოვენ, დაახლოებით 80 მილიონს. 2020/21 წლების სეზონში ვლაჰოვიჩმა "ფიორენტინას" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.
აქვე დავამატებთ, რომ ვლაჰოვიჩის სახელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას "მანჩესტერ სიტისა" და მილანის "ინტერსაც" უკავშირებდნენ.