დანი ალვეში სან პაულუს ტოვებს - სად გააგრძელებს კარიერას ლეგენდარული ბრაზილიელი?
"სან პაულუს" მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა შესაძლოა ბრაზილიის ჩემპიონატი დატოვოს.
ამ კვირაში ბრაზილიურმა კლუბმა დაადასტურა, რომ 38 წლის უკანახაზელი მიდის.
როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, ალვეშის აგენტი მოლაპარაკებებს არაბულ კლუბთან აწარმოებს. მას იმაზე მეტის გამომუშავება სურს, ვიდრე ახლა იღებს.
გამოცდილ ფეხბურთელს "სან პაულუსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის დეკემბერში ეწურება. მისი ყოველთვიური ხელფასი 280 ათას დოლარს შეადგენს.
ტოკიოში გამართული ოლიმპიადის შემდეგ, დანი ალვეშმა კლუბში დაბრუნება 2 მილიონის ოდენობის ვალის გადაუხდელობის გამო იუარა.