ავტორიზაცია

არსენალი არტეტას შემცვლელად პრემიერ ლიგაში მომუშავე ორ სპეციალისტს განიხილავს

არსენალი არტეტას შემცვლელად პრემიერ ლიგაში მომუშავე ორ სპეციალისტს განიხილავს
თარიღი 11 სექ 2021, 17:37

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ შესაძლოა კლუბი დატოვოს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტის შემცვლელად ლონდონური კლუბი ორ სპეციალისტს განიხილავს.

ასე და ამგვარად, "მეთოფეები" "ბრაიტონის" თავკაც გრემ პოტერსა და "ბრენტფორდის" დამრიგებელ ტომას ფრანკს აკვირდებიან.

აქამდე იწერებოდა, რომ "არსენალი" ანტონიო კონტეს შეუთანხმდა, რომელიც ამჟამად უმუშევარია, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია იტალიელი სპეციალისტის აგენტმა უარყო.

ლონდონურმა კლუბმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში საწყისი სამივე მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.