ავტორიზაცია

კომანს პრემიერ ლიგაში თამაში უნდა და ბაიერნთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

კომანს პრემიერ ლიგაში თამაში უნდა და ბაიერნთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
თარიღი 11 Sep 2021, 17:40

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, კინგსლი კომანმა მომავალ წელს შესაძლოა კლუბი დატოვოს, იტყობინება ცნობილი ფრანგული გამოცემა Le10sport.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ფრანგი მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

როგორც აღინიშნება, "რეკორდმაისტერის" შემტევს საკუთარი ძალების მოსინჯვა ინგლისის ჩემპიონატში უნდა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ბაიერნთან" კომანს 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში კინგსლიმ ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი პასი გააკეთა.