პიანიჩი: "მესიმ რამდენჯერმე მკითხა: "რა ხდება, რატომ არ გაძლევს კუმანი თამაშის უფლებას?"
"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფმა "ბეშიქთაშის" ახალწვეულმა, მირალემ პიანიჩმა კატალონიელთა მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან მუშაობის შესახებ ისაუბრა.
"სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეებში "ბეშიქთაშს" ჩემი დამატება ძალიან უნდოდა. კუმანის "ბარსელონაში" ვერ დავრჩებოდი, კიდევ ერთ წელს დავკარგავდი, ეს კი არ მინდოდა".
"კუმანი ისე მეპყრობოდა, არავის ესმოდა, მესისაც კი. გასულ წელს ლეომ რამდენჯერმე მკითხა: "რატომ არ გაძლევს თამაშის უფლებას? რაღაც მოხდა?". - ციტირებს ბოსნიელის სიტყვებს Tuttosport.
31 წლის ფეხბურთელი "ბარსაში" 2020 წლის სექტემბრიდან ირიცხება და ამ დროის განმავლობაში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა.