ავტორიზაცია

ხედირამ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთან ერთადაც უთამაშია

ხედირამ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთან ერთადაც უთამაშია
თარიღი 11 სექ 2021, 18:00

ბერლინის "ჰერტას" ნახევარმცველმა, სამი ხედირამ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ შეაქო.

"რონალდუ საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც მითამაშია. დიდი ეგო აქვს, მართალია, დაცვის მხრივ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი არ არის, ზოგჯერ საერთოდ არ ფიქრობს დაცვაში მუშაობაზე, მაგრამ შეხედეთ, რამდენი რამ მოიგო".

"ზოგჯერ უმჯობესია 9 ფეხბურთელი იდგეს დაცვაში რონალდუს გოლების სანაცვლოდ", - ციტირებს ხედირას სიტყვებს Football Italia.

ცნობისთვის, 34 წლის ფეხბურთელი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავთან ერთად მადრიდის "რეალსა" და ტურინის "იუვენტუსში" ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, ხედირა "ჰერტას" 2021 წლის თებერვალში შეუერთდა და ბერლინელთა რიგებში რამდენიმე შეხვედრა აქვს ჩატარებული.