"მითამაშია სამი დიდებული ფეხბურთელის გვერდით", - ხედირა
მადრიდის "რეალის" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, სამი ხედირამ თავისი განვლილი კარიერის შესახებ ისაუბრა:
"ყოველთვის ვიამაყებ, რომ რეალის და იუვენტუსის ფეხბურთელი ვიყავი. ორივე გუნდში გავატარე დაუვიწყარი წლები და მოვიგე არაერთი ჯილდო.
ცალკე აღსანიშნავია, რომ ვიყავი რონალდუს თანაგუნდელი, როგორც მადრიდში, ისე ტურინშიც. ის საოცარი ფეხბურთელია.
პორტუგალიელი თავდამსხმელის გარდა მინდა გამოვარჩიო ბუფონი და კასილასი - ნამდვილი ლეგენდები", - განაცხადა გერმანელმა.
შეგახსენებთ, "სამეფო კლუბის" ექს-ჩამშლელმა კარიერა დაასრულა განვლილი სეზონის ბოლოს, ბერლინის "ჰერტას" შემადგენლობაში.