ავტორიზაცია

ხედირამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

ხედირამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა
თარიღი 19 May 2021, 20:22

მადრიდის "რეალის" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, სამი ხედირამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ის ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ჩამშლელის ბოლო გუნდად ფიქსირდება ბერლინის "ჰერტა", რომელშიც ის მიმდინარე წლის თებერვლიდან ირიცხება.

"თეთრ-ლურჯების" ჰავბეკმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა "სამეფო კლუბში" (161 მატჩი, 9 გოლი), ტურინის "იუვენტუსსა" (145 მატჩი, 21 გოლი) და "შტუტგარტში" (132 მატჩი, 16 გოლი).

34-წლის შუახაზელი გახდა როგორც ლა ლიგის, ისე სერია ა-სა და ბუნდესლიგის ჩემპიონი. ამის გარდა, წარმოშობით ტუნისელმა საყრდენმა "ბლანკოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

რაც შეეხება გერმანიის ეროვნულ ნაკრებს (77 მატჩი, 7 გოლი), ხედირა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა.

რეალის 10 ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა მბაპეს ტრანსფერს შეეწიროს

"საიდუმლო არ არის, რომ რეალი რობერტის დიდი ოცნება იყო", - ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი