ავტორიზაცია

რამდენად რეალურია ლაპორტის ბარსელონაში გადასვლა?

რამდენად რეალურია ლაპორტის ბარსელონაში გადასვლა?
თარიღი 08 ივნ 2021, 14:58

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" საკმაოდ სერიოზულად ინტერესდება "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველით, ემერიკ ლაპორტით.

As-ი ასახელებს რამდენიმე მიზეზს იმასთან დაკავშირებით, რომ ესპანელი უკანახაზელის კატალონიაში გადასვლა საკმაოდ რეალურია.

პირველი - რუბენ დიაშის მისვლის შემდეგ, "ქალაქელების" ცენტრბექმა გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე, თანაც კონკურენციის სრული წაგებით.

მეორე - "ლურჯებს" თავად აწყობთ სათადარიგოთა სკამზე მჯდომი ბასკი მცველის გაყიდვა იმ დრომდე, სანამ მას მაღალი სატრანსფერო ფასი ადევს.

მესამე - "ბლაუგრანას" მხრიდან მონდომებას პირველ რიგში იჩენს ხოან ლაპორტა, რომელსაც მიაჩნია, რომ ერიკ გარსიას მეწყვილე დასჭირდება.

ბარსელონას სატრანსფერო სიაში 6 ცენტრალური მცველია

"დეშამს მივწერე, მაგრამ ალბათ ნომერი შეცვალა", - ლაპორტმა ესპანეთის ნაკრებში დებიუტზე ისაუბრა