VIDEO: პსჟ-ს გულშემატკივრებმა მბაპე საბოლოოდ აითვალწუნეს - პარკ დე პრენსზე კილიანს კვლავ უსტვენენ
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის ეგიდით, "პარი სენ ჟერმენი" შინაურ კედლებში "კლერმონს" მასპინძლობს.
შეხვედრის დაწყების წინ, რა თქმა უნდა, "პარკ დე პრენსის" დიქტორმა პარიზელთა შემადგენლობა გამოაცხადა.
"პსჟ"-ს გულშემატკივრები კილიან მბაპეს სახელისა და გვარის გამოცხადებას სტვენით შეხვდნენ.
არ არის გასაკვირი, რომ პარიზელი ფანების ეს საქციელი 22 წლის სუპერვარსკვლავის მადრიდის "რეალში" გადასვლის სურვილს უკავშირდება.
მოგეხსენებათ, გასულ სატრანსფერო ბაზარზე მბაპე აქტიურად ცდილობდა "სამეფო კლუბში" გადაბარგებას, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.