ავტორიზაცია

VIDEO: არსენალის პირველი გოლი და პირველი გამარჯვება, სიტიმ კი ლესტერთან მინიმალურად იმარჯვა

VIDEO: არსენალის პირველი გოლი და პირველი გამარჯვება, სიტიმ კი ლესტერთან მინიმალურად იმარჯვა
თარიღი 11 სექ 2021, 20:04

პრემიერ ლიგის მე-4 ტურში „არსენალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ მინიმალური გამარჯვებები მოიპოვეს.

მიკელ არტეტას გუნდი შინ „ნორვიჩს“ დაუპირისპირდა და 1:0 პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლით იმარჯვა. ლონდონელებისთვის ეს ჩემპიონატში გატანილი პირველი გოლი და პირველი გამარჯვება აღმოჩნდა.

არსენალი 1-0 ნორვიჩი (ობამეიანგი 66')

რაც შეეხება გვარდიოლას გუნდს, „ქალაქელებმა“ სტუმრად „ლესტერი“ 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი ბერნარდუ სილვამ 62-ე წუთზე შეაგდო.

„სიტიმ“ 9 ქულა დააგროვა და ლიდერ „იუნაიტედს“ 1 ქულით ჩამორჩება.

ლესტერი 0-1 მან სიტი (ბ.სილვა 62')