ავტორიზაცია

"გზას თავდაჯერებულები ვხვდებით", - ტრიუმფალურ დებიუტს რონალდუ სოციალურ ქსელში ეხმაურება

"გზას თავდაჯერებულები ვხვდებით", - ტრიუმფალურ დებიუტს რონალდუ სოციალურ ქსელში ეხმაურება
თარიღი 11 სექ 2021, 20:22

„მანჩესტერ იუნაიტედში“ დებიუტისა და „ნიუკასლის“ კარში გატანილი დუბლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ჩემმა დაბრუნებამ „ოლდ ტრაფორდზე“ კიდევ ერთხელ გამახსენა თუ რატომ უწოდებენ ამ სტადიონს „ოცნებების თეატრს“. ჩემთვის, ეს ყოველთვის მაგიური ადგილი იყო, სადაც შეგიძლია მიაღწიო ყველაფერს, რაც მიზნად დაისახე.

ჩემს თანაგუნდელებთან და ტრიბუნიდან მიღებული უდიდეს მხარდაჭერასთან ერთად, გზას დიდი თავდაჯერებით და ოპტიმიზმით ვხვდებით და გვჯერა, რომ ბოლოს ერთად წარმატებას ვიზეიმებთ.

მეამაყება „მან.იუნაიტედში“ დაბრუნება და პრემიერ ლიგაში კიდევ ერთხელ თამაში. თუმცა, პირველ რიგში, მახარებს რომ გუნდს დავეხმარე.

წინ, ეშმაკებო.“ - წერს კრიშტიანუ სოციალურ ქსელში.

„იუნაიტედმა“ „ნიუკასლი“ 4:1 გაანადგურა, კრირომ დუბლი მიითვალა, თითო-თითო გოლი კი ბრუნომ და ლინგარდმა მიითვალეს.

აღსანიშნავია პოლ პოგბას ორი საგოლე გადაცემაც.