ავტორიზაცია

4 მატჩში 7 საგოლე გადაცემა! პოლ პოგბამ პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

4 მატჩში 7 საგოლე გადაცემა! პოლ პოგბამ პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა
თარიღი 11 სექ 2021, 21:41

პრემიერ ლიგის მე-4 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნიუკასლი“ 4:1 გაანადგურა.

ამ შეხვედრაში პოლ პოგბამ თავი ორი საგოლე პასით გამოიჩინა. ჯამში, ფრანგმა ჩემპიონატის 4 მატჩში 7 ასისტი მიითვალა - ის არის პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, ვინც ინგლისის პრემიერ ლიგაში სეზონის ამ მონაკვეთში (4 სასტარტო შეხვედრაში) ამდენი საგოლე გადაცემა დააგროვა.

გარდა ამისა, პოგბას 2021 წელს ინგლისის ჩემპიონატში 10 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული და ის კალენდარული წლის ლიდერია.

ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში პოლ პოგბამ შესაძლოა პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდიც მოხსნას საგოლე გადაცემების რაოდენობით - ამ დრომდე, რეკორდი ტიერი ანრის და კევინ დე ბრუინს ეკუთვნით, რომლებმაც სეზონი 20-20 საგოლე პასით დაასრულეს.

ზაფხულში პოგბას „მან.იუნაიტედთან“ კონტრაქტი უმთავრდება და თუ მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდებიან, ფრანგი გუნდს უფასოდ დატოვებს.