სოლსკიაერი: "რა თქმა უნდა, არ შემეძლო რომ დღეს რონალდუ სასტარტოში არ დამეყენებინა"
„მან.იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა „ნიუკასლთან“ 4:1 მოგებული შეხვედრა შეაფასა.
„კარგია, როცა თამაშს იგებ და ფანების სიხარულს ხედავ, ეს სიამოვნებას განიჭებს. დღეს ბევრის მოლოდინი გვქონდა და მთლიანად გამართლდა. ეს ჩვეულებად უნდა ვაქციოთ, ჩვენ ხომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვართ.
კრიშტიანუ რონალდუ ფანტასტიურ ბომბარდირად იქცა. მან შესანიშნავი თამაში ჩაატარა, კარგად იხსნებოდა და თამაშს აკავშირებდა.
რა თქმა უნდა, არ შემეძლო დღეს რონალდუ სასტარტოში არ დამეყენებინა. დღეს ყველასთვის სიხარულის მინიჭების დღე იყო.
პერსპექტივები? ჯერ ძალიან ადრეა საუბარი იმაზე, სეზონს როემლ პოზიციაზე დავასრულებთ. სტაბილურობა გვმართებს.“ - აღნიშნა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.