მე-200 მატჩი კარიერაში - უკანასკნელად როდის ჰქონდა რონალდუს გატანილი დუბლი პრემიერ ლიგის მატჩში?
მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ პრემიერ ლიგაში დაბრუნება დუბლით აღნიშნა.
პორტუგალიელმა შემტევმა „ნიუკასლის“ კარი ორჯერ აიღო და თავის გუნდს 4:1 გამარჯვებაში დაეხმარა.
აღსანიშნავია, რომ რონალდუსთვის ეს პრემიერ ლიგაში გატანილი პირველი დუბლია 2009 წლის აპრილის შემდეგ - უკანასკნელად, მას ინგლისის ჩემპიონატის ერთ მატჩში ორი გოლი „ტოტენჰემის“ კარში ჰქონდა გატანილი, როცა მისი გუნდი 0:2-ს აგებდა და 5:2 მოიგო.
გარდა ამისა, ამ მატჩში კრირომ კიდევ ერთ ნიშნულამდე მიაღწია - 36 წლის ფეხბურთელისთვის ეს იყო კარიერის მე-200 მატჩი, რომელშიც მან ორი ან მეტი გოლის გატანა მოახერხა.
1 ასეთი მატჩი რონალდუმ „სპორტინგში“ ჩაატარა, 27 – „მანჩესტერ იუნაიტედში“, 122 „რეალში“, 23 „იუვენტუსში“ და 27 - პორტუგალიის ნაკრებში.