სერხიო რამოსს ტრავმის რეციდივი აქვს - როდის შედგება ესპანელის დებიუტი პსჟ-ში?
ფრანგული "პსჟ"-ს რიგებში ესპანელი მცველის, სერხიო რამოსის დებიუტი კიდევ უფრო გადაიდო.
როგორც პარიზული კლუბის პრესსამსახური იტყობინება, 35 წლის ვეტერანს ფეხის კუნთის ტრავმის რეციდივი აქვს.
ფეხბურთელი აღდგენით პროცესებს გააგრძელებს და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.
მოგეხსენებათ, რამოსი პარიზულ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შეუერთდა. ესპანელი "პსჟ"-ში "რეალთან" კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამოსს ახალ გუნდში ჯერ ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.