"ისევ გაიტანა? არ მიკვირს", - ნედვედი მანჩესტერში რონალდუს ბრწყინვალე დებიუტს გამოეხმაურა
"იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს დებიუტზე კომენტარი გააკეთა.
"ისევ გაიტანა? არ მიკვირს", - ციტირებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ნედვედის სიტყვებს.
მოგეხსენებათ, რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" "იუვენტუსიდან" 2021 წლის აგვისტოს ბოლოს გადაბარგდა.
დღეს, 11 სექტემბერს, 36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა "ნიუკასლთან" გამართულ სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა.
ცნობისთვის, კრიშტიანუს "ეშმაკუნების" რიგებში ბოლო შეხვედრა 2009 წელს ჰქონდა ჩატარებული.