რონალდუ: "არ მეტყობოდა, მაგრამ ვნერვიულობდი, გეფიცებით!"
„მან.იუნაიტედის“ შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, „ნიუკასლთან“ მატჩში (4:1) თავისი დებიუტი შეაფასა, რომელშიც მან დუბლი შეაგდო.
„არ ველოდი, რომ ორ გოლს გავიტანდი. ერთს კი, მაგრამ ორს არა. ძალიან ვაფასებ გულშემატკივრებს იმის გამო, რაც დღეს ჩემთვის გააკეთეს, მეამაყება.
მთავარია - ვიგებდეთ. „ემიუ“ თავის ადგილზე უნდა იყოს, უნდა იგებდეს, აშენებდეს გუნდს, რომელსაც გამარჯვების მენტალიტეტი ექნება. ჩვენ სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებულები. რა თქმა უნდა, არ ველოდი, რომ გულშემატკივრები მთელი მატჩის მანძილზე ჩემს სახელს იმღერებდნენ.
ძალიან ვნერვიულობდი. შეიძლება არ მემჩნეოდა, მაგრამ ასე იყო, გეფიცებით! შესანიშნავად დამხვდნენ, მე კი მინდა პასუხი კარგი თამაშით დავუბრუნო.
გუშინ ღამე ვფიქრობდი იმაზე, რომ კარგად უნდა ვითამაშო და დავამტკიცო, რომ გუნდის დახმარება ახლაც შემიძლია. ეს წარმოუდგენელი კლუბია, რომელში თამაშიც მეამაყება. ყველაფერს დავთმობ იმის გამო, რომ ჩემით ამაყობდნენ.
ყველამ იცის, რომ ინგლისში ფეხბურთი არ არის ისეთი, როგორც სხვა ქვეყნებში. სიმართლე გითხრათ, აქაური ფეხბურთი განსაკუთრებულია.
აქ 18 წლის ასაკში გადმოვედი და კარგად მეპყრობოდნენ, ამიტომაც დავბრუნდი.“ - აღნიშნა რონალდუმ.