ბეილის პირველი ტრავმა - რეალს სელტასთან მატჩში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდება
უელსელმა შემტევმა გარეტ ბეილმა „რეალის“ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.
AS-ის ინფორმაციით, უელსელმა ვარჯიშზე კუნთის დისკომფორტი იგრძნო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
ამრიგად, ფეხბურთელი „სელტასთან“ დღეს გასამართი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. გარდა ამისა, ეჭვქვეშ დგას მისი მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, რომელშიც „რეალი“ სტუმრად მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.
მატჩი „რეალი“ – „სელტა“ დღეს, 12 სექტემბერს 23:00 საათზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება. მადრიდელები საშინაო არენაზე მატჩს 2020 წლის 1 მარტის შემდეგ პირველად გამართავენ.
ბეილის გარდა, ანჩელოტის ამ შეხვედრაში დავიდ ალაბა, ლუკა იოვიჩი, ტონი კროოსი და დანი სებალოსი ვერ დაეხმარებიან - ყველა დაზიანების გამო. სამაგიეროდ, იტალიელ მწვრთნელს განკარგულებაში მოდრიჩი, მენდი და მარსელო დაუბრუნდნენ.
რაც შეეხება „ინტერი“ – „რეალის“ დაპირისპირებას, ეს შეხვედრა 15 სექტემბერს შედგება.