ავტორიზაცია

"რეალი ყველგან და ყოველთვის ნომერ პირველია", - ალაბა

"რეალი ყველგან და ყოველთვის ნომერ პირველია", - ალაბა
თარიღი 11 სექ 2021, 11:36

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, დავიდ ალაბამ თავისი გუნდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. ავსტრიელმა უკანახაზელმა "სამეფო კლუბს" ყველგან და ყოველთვის ნომერ პირველი უწოდა.

"ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს ამ მომენტზე - მსოფლიოს ყველაზე დიდ კლუბში თამაშზე. "რეალი" ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. როცა წინადადება მომივიდა, მაშინვე მივხვდი, რომ აქ გადმოსვლა მინდოდა".

"კარგია, რომ ანჩელოტისთან კვლავ ვიმუშავებ. მას ჯერ კიდევ "ბაიერნიდან" ვიცნობ. ნამდვილად ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ბედნიერი ვარ, შეგვიძლია ერთად ისევ ვიმუშაოთ", - ციტირებს კლუბის პრესსამსახური ავსტრიელის სიტყვებს.

ალაბა "რეალში" ასპარეზობს 4-ნომრიანი მაისურით, რომელიც აქამდე სერხიო რამოსს ეკუთვნოდა. 29 წლის ავსტრიელი "რეალს" "ბაიერნიდან" უფასოდ შეუერთდა. "ბლანკოსთან" ალაბამ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.