ავტორიზაცია

დონარუმა: "პირველი მატჩი ყოველთვის ყველაზე ემოციურია"

დონარუმა: "პირველი მატჩი ყოველთვის ყველაზე ემოციურია"
თარიღი 12 Sep 2021, 10:18

„პსჟ-ს“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ პარიზულ გუნდში თავისი დებიუტი შეაფასა.

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის პირველი მატჩი „პსჟ-ს“ მაისურით გუშინ, 11 სექტემბერს შედგა. „პსჟ-მ“ მეტოქე 4:0 გაანადგურა.

„პირველი მატჩი ყოველთვის ყველაზე ემოციურია - მითუმეტეს ასეთ სტადიონზე გულშემატკივრებთან ერთად. კარგი თამაშ იყო, მადლობა ქომაგებს წარმოუდგენელი ატმოსფეროსთვის.

ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ასე უნდა გავაგრძელოთ. ახლა გახარებულები ვართ, მაგრამ ხვალიდან ჩემპიონთა ლიგისთვის ვიწყებთ მზადებას, რამეთუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია.“ - ციტირებს დონარუმას სიტყვებს „პსჟ-ს“ პრესსამსახური.

5 ტურის შემდეგ პსჟ 15 ქულით ლიგა 1-ს ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „პსჟ“ 15 სექტემბერს სტუმრად „ბრიუგეს“ დაუპირისპირდება.