ავტორიზაცია

"ჯერჯერობით გვღალატობს", - გვარდიოლამ დაასახელა კომპონენტი, რომელშიც მის გუნდს მოსამატებელი აქვს

"ჯერჯერობით გვღალატობს", - გვარდიოლამ დაასახელა კომპონენტი, რომელშიც მის გუნდს მოსამატებელი აქვს
თარიღი 12 სექ 2021, 10:36

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, პრემიერ ლიგის მე-4 ტურში „ლესტერთან“ მოპოვებული გამარჯვება (1:0) შეაფასა.

„ფეხბურთელებს ტაშს ვუკრავ, რომლებმაც სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველივე მატჩში საუცხოოდ ითამაშეს. კმაყოფილი ვარ როგორც ცალკეული მოთამაშეებით, ისე მთლიანი გუნდითაც.

საკმარისი მომენტები გვქონდა გოლის გასატანად, თუმცა ჯერჯერობით რეალიზაცია გვღალატობს. თუმცა, მასზე მუშაობა - შემდეგი ნაბიჯია იმისთვის, რომ ამ სეზონში გამარჯვებაზე გვქონდეს პრეტენზია.

„ლესტერი“ თავს დიდებულად იცავდა, მეორე ნახევარში კი კონტრშეტევებით გვანერვიულა. 

ყველა მატჩში 10 გოლს ვერ გავიტანთ, ასე რომ მინიმალური გამარჯვებითაც კმაყოფილი ვარ. „ლესტერის“ დაცვის მორყევა - დიდი საქმეა და არ აქვს მნიშვნელობა, საბოლოოდ რამდენ გოლს დავჯერდით.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ მეტოქეზე მეტი გოლი გავიტანეთ.“ - აღნიშნა გვარდიოლამ განვლილი მატჩის შემდეგ.

4 მატჩში მოპოვებული 9 ქულით „სიტი“ ამჟამად ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს და მხოლოდ „მან.იუნაიტედს“ და „ჩელსის“ ჩამორჩება.