კარლო ანჩელოტიმ კილიან მბაპეს არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კილიან მბაპეს არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.
„იმედგაცრუება არ მაქვს. რა თქმა უნდა, კილიანი შესანიშნავი ფეხბურთელია, მას წარმატებებს ვუსურვებთ.
მაგრამ, ჩვენ ისედაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს.“ - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Goal.com.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს მოქმედი კონტრაქტი „პსჟ-სთან“ 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და გავრცელებული ინფორმაციით, ის აღარ აპირებს ხელშეკრულების გახანგრძლივებას, რადგან კარიერის გაგრძელება მადრიდის „რეალში“ სურს.
სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს „რეალმა“ „პსჟ-ს“ მბაპეს სანაცვლოდ სამი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა ოფიციალური პასუხი არც მიუღია - პარიზელებს ფეხბურთელის შენარჩუნება სურდათ.