ავტორიზაცია

"არ გინდათ, ხალხი თქვენც დაგხვდეთ აეროპორტში", - კობიაშვილი ფეხბურთელებს აკრიტიკებს

"არ გინდათ, ხალხი თქვენც დაგხვდეთ აეროპორტში", - კობიაშვილი ფეხბურთელებს აკრიტიკებს
თარიღი 12 სექ 2021, 14:41

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი წარუმატებელი მატჩების გამო ფეხბურთელებს აკრიტიკებს.

"გამოვლენ და წაგებული მატჩების შემდეგ ხან მწვრთელს აკრიტიკებენ, ხან ფედერაციას - მხოლოდ ესაა პრობლემა?

გასაგებია, რომ ჩვენი ფეხბურთელები უთამაშშებლები არიან, მაგრამ კოსოვოს მოთამაშეებიც ასე იყვნენ და რატომ უნდა აკეთებდეს კოსოვოს ფეხბურთელი შენზე მეტ სპრინტს?

არ უყურებთ, სხვა სპორტსმენებს, წარმატებებს რომ აღწევენ და ხალხი აეროპორტში ხვდება? დავიჯერო, არ გინდათ თქვენზეც ასე იყოს?

ყველა რომ კარგად იყოს და მოედანზე ყველა მაქსიმუმს დებდეს, მწვრთნელს შემადგენლობის შეცვლა არ მოუნდება, მაგრამ როცა ხედავს, რომ ერთ მატჩში სათანადოდ ვერ გამოდის, ლოგიკურია, რომ მისი შეცვლა მოუნდება", - ამბობს კობიაშვილი.