ავტორიზაცია

"სერიოზული შეცდომები დაუშვა", - ტუხელმა ჩელსიში საულის დებიუტი შეაფასა

"სერიოზული შეცდომები დაუშვა", - ტუხელმა ჩელსიში საულის დებიუტი შეაფასა
თარიღი 12 სექ 2021, 15:00

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პრემიერ ლიგის მე-4 ტურში "ასტონ ვილასთან" (3:0) მოგებული მატჩის შემდეგ ნახევარმცველ საულ ნიგესის დებიუტზე ისაუბრა.

"ვგრძნობდი, რომ უჭირდა. სერიოზული შეცდომები დაუშვა, შეცდა გადაცემებში, თამაშის ინტენსივობას ვერ გაუმკლავდა".

"ცხადია, საულს ადაპტაცია ბოლომდე ჯერ არ გაუვლია. მთლიანად მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი. ვფიქრობ, ჩვენი დახმარება შეუძლია".

"შემდეგ გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იყო შემეცვალა, მაგრამ ეს მატჩი ამ ფეხბურთელის შესახებ ჩემს აზრზე არანაირ გავლენას არ მოახდენს", - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Sky Sports.

მოგეხსენებათ, 26 წლის ესპანელი "ჩელსიში" 2021 წლის აგვისტოში "ატლეტიკოდან" იჯარით გადავიდა, ლონდონურ კლუბს მისი კონტრაქტის შესყიდვის უფლება აქვს.

"ასტონ ვილასთან" მატჩში საულმა მთელი პირველი ტაიმი გაატარა მინდორზე, შემდეგ კი მის ნაცვლად მინდორზე ჟორჟინიო მოგვევლინა.