ავტორიზაცია

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ბარსელონას პერესის გამო არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოუყალიბდა"

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ბარსელონას პერესის გამო არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოუყალიბდა"
თარიღი 12 Sep 2021, 16:30

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა, „რეალის“ და „ბარსელონას“ ხელმძღვანელობების ურთიერთობაზე ისაუბრა.

„ბართომეუ სუპერლიგისკენ იყო? მასთან კარგი ურთიერთობაც გვქონდა და ცუდიც, თნ იქამდე, რომ „ბარსელონამ“ ერთხელ უმაღლეს სპორტულ საბჭოსთან იჩივლა ჩემ წინააღმდეგ. ბოლო წლების ასამბლეაში მისი „ბარსა“ „რეალთან“ ერთად ყოველთვის ჩემ საწინააღმდეგოდ აძლევდა ხმას.

მექმნება შთაბეჭდილება, რომ ფლორენტინო პერესმა და მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ ფსიქოლოგიურად მოიტაცეს. კატალონიურ კლუბს არასრულფასოვნების კომპლექსი განუვითარდე. ამას ჯერ კიდევ ბართომეუს დროს ვხედავდი და ახლა იგივე გრძელდება ლაპორტას დროსაც.

ფლორენტინო პერესი ძალიან ჭკვიანი კაცია, მისი გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი კი - ევროპულ ფეხბურთში ყველაზე მგრძნობიარე ადამიანია. და მთელი ეს გლამური და ნოუ-ჰაუ ვიღაცის წინაშე, ვინც ფეხბურთში ათ წელზე მეტია არ ყოფილა.

ჩვენ უკიდურესობამდე მივედით - გამპერის თასის წინა ვახშამს ფლორენტინო ესწრებოდა! ამას ვინ წარმოიდგენდა? სულაც არ ვამბობ, რომ პერესს და ლაპორტას არ შეუძლიათ მეგობრობა, მაგრამ „ბარსა“ კომპანია CVC-სთან შეთანხმების მომხრე იყო იქამდე, სანამ „რეალი“ უარს იტყოდა.“ - ციტირებს ტებასის სიტყვებს Sport.es.

აგვისტოს დასაწყისში ლა ლიგამ კომპანია CVC-სთვის თავისი წილის 10%-ის 2.7 მილიარდად გაყიდვა შეათანხმა და კლუბებისთვის 200-ზე მეტი მილიონი ევროს დარიგებას აპირებდა, სანაცვლოდ კი მათ 50 წლის მანძილზე ტელეუფლებების პროცენტი უნდა დაეთმოთ, რაზეც „ბარსამ“ და „რეალმა“ უარი თქვეს და პროექტი პრაქტიკულად ჩაიშალა.