მძიმე ტრავმა - ბარსელონას შემტევმა შესაძლოა 2021 წელს ფეხბურთი ვეღარ ითამაშოს
„ბარსელონას“ შემტევმა ფეხბურთელმა მარტინ ბრეიტვეიტმა ტრავმის გამო შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ ითამაშოს.
მეტიც, Sport.es-ის ინფორმაციით, დანიელი თავდამსხმელი შესაძლოა 2021 წელს საფეხბურთო მოედნაზე ვეღარც ვიხილოთ.
როგორც აღმოჩნდა, ბრეიტვეტს მუხლის ტრავმა აქვს, რომლის გამოც მინიმუმ 3-4 თვის გამოტოვება ემუქრება. უახლოეს პერიოდში თავდამსხმელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომელიც მისი ტრავმის სიმძიმის დონეს დაადგენს.
ამ დრომდე, „ბარსელონას“ ბრეიტვეიტის ტრავმასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. სავარაუდოდ, ამას მას შემდეგ გააკეთებს, რაც ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მარტინ ბრეიტვეიტმა ლა ლიგის 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ბრეიტვეიტი „ბარსელონას“ ფეხბურთელი 2020 წლის თებერვალში გახდა, სადაც „ლეგანესიდან“ გადავიდა.