ავტორიზაცია

"გამოსავალს აუცილებლად ვიპოვიდით", - ლა ლიგის მეთაურის თქმით, მესი ბარსელონადან ფინანსური მიზეზებით არ წასულა

"გამოსავალს აუცილებლად ვიპოვიდით", - ლა ლიგის მეთაურის თქმით, მესი ბარსელონადან ფინანსური მიზეზებით არ წასულა
თარიღი 12 Sep 2021, 16:43

ლა ლიგის მეთაურმა ხავიერ ტებასმა „ბარსელონადან“ ლიონელ მესის წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, შემდეგ სეზონში „ბარსელონას“ ფინანსური ანგარიშებიდან მივხვდებით, რეალურად შეეძლო თუ არა ლეო მესის გუნდში დარჩენა. კლუბის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ ყველაფერზე ისე უნდა ვილაპარაკოთ, როგორც არის.

ეს არ ყოფილა ეკონომიკური გადაწყვეტილება, ეს ზუსტად ვიცი. ლაპორტას ტელეფონით პირადადაც ვესაუბრე და მის დირექტორთა საბჭოსაც. მიზეზი რომ ეკონომიკური ყოფილიყო, გამოსავალს აუცილებლად ვიპოვიდით.“ - ციტირებს ტებასის სიტყვებს Sport.es.

არგენტინელი ფეხბურთელის „ბარსელონასთან” კონტრაქტის ვერ გახანგრძლივების მიზეზად კატალონიურმა კლუბმა გადაჭარბებული სახელფასო ჭერი დაასახელა - თითქოს, ლა ლიგამ კლუბს მესის ახალი კონტრაქტის დარეგისტრირების უფლება არ მისცა.

10 აგვისტოს, არგენტინელმა შემტევმა „პსჟ-სთან 2+1 წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა, 29 აგვისტოს კი ამ გუნდში დებიუტი ჰქონდა.