ავტორიზაცია

ანსუ ფატიმ ბარსელონასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა

ანსუ ფატიმ ბარსელონასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა
თარიღი 12 სექ 2021, 19:25

ესპანელმა თავდამსხმელმა ანსუ ფატიმ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმების მზადყოფნა გამოთქვა, იტყობინება Mundo Deportivo.

ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ამის გამო, კატალონიური კლუბი მასთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ლეო მესის წასვლის შემდეგ „ბარსელონაში“ 10-ნომრიან მაისურს სწორედ ანსუ ფატი მოირგებს.

2020 წლის ნოემბერში ფატიმ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზე დღემდე არ გამოჩენილა.

თავდაპირველად ითქვა, რომ ფატის 4 თვე გაუცდებოდა, თუმცა სხვადასხვა პროცედურებმა, რომელიც მის სამკურნალოდ ტარდებოდა, შედეგი არ გამოიღო და ანსუმ მთელი წინა სეზონი, ევროპის ჩემპიონატი და ამ სეზონის დასაწყისი გამოტოვა.