ავტორიზაცია

VIDEO: ლივერპულის ახალგაზრდა ნახევარმცველმა საშინელი ტრავმა მიიღო

თარიღი 12 Sep 2021, 21:40

"ლივერპულის" 18 წლის ნახევარმცველმა, ჰარვი ელიოტმა პრემიერ ლიგის მე-4 ტურში "ლიდს იუნაიტედთან" (3:0) გამართულ შეხვედრაში ფეხის საშინელი ტრავმა მიიღო.

აღნიშნული დაპირისპირების 59-ე წუთზე "ლიდსის" მცველმა, პასკალ სტრეიკმა მოედნის ცენტრში ელიოტის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია.

მერსისაიდელთა ფეხბურთელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. VAR-ის შემდეგ, მატჩის მთავარმა არბიტრმა, კრეიგ პოულსონმა მასპინძელთა მცველი გააძევა. ტრავმირებული ელიოტი ჯორდან ჰენდერსონმა ჩაანაცვლა.