VIDEO: გოლი მოედანზე შესვლიდან 7 წუთში - იბრაჰიმოვიჩის ბრწყინვალე დაბრუნება ტრავმის შემდეგ
იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურის ეგიდით, "მილანი" შინაურ კედლებში "ლაციოს" ამარცხებს - 2:0.
მეორე გოლი 67-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა, რომელმაც მე-60 წუთზე რაფაელ ლეაო შეცვალა.
შვედმა სუპერვარსკვლავმა მეტოქის კარი ანტე რებიჩის გადაცემით აიღო.
39 წლის ფორვარდი 9 მაისის შემდეგ პირველ მატჩს ატარებს, როცა ტრავმა მიიღო, რის გამოც ევრო 2020 და სერია ა-ს სასტარტო ტურები გამოტოვა.