ავტორიზაცია

"ფეხბურთი ხალხს აერთიანებს, პოლიტიკა კი ყოფს", - იბრაჰიმოვიჩი ლებრონ ჯეიმსთან არსებულ დავაზე

"ფეხბურთი ხალხს აერთიანებს, პოლიტიკა კი ყოფს", - იბრაჰიმოვიჩი ლებრონ ჯეიმსთან არსებულ დავაზე
თარიღი 12 სექ 2021, 15:11

"მილანისა" და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პოლიტიკისა და სპორტის კავშირის თაობაზე ცნობილ კალათბურთელ ლებრონ ჯეიმსთან არსებული დავის შესახებ ისაუბრა.

"დავა ლებრონ ჯეიმსთან? ვთქვი, რომ ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ. პოლიტიკა ადამიანებს ყოფს. ჩემს სამყაროში ფეხბურთი ხალხს აერთიანებს. დიდი განსხვავებაა", - ციტირებს 39 წლის შვედის სიტყვებს France Football.

"რომ არა ფეხბურთი, ვერასოდეს შევხვდებოდი იმ ხალხს, რომლებსაც ახლა ვიცნობ. პლანეტის ყველა კუთხეში შევხვედრილვარ ადამიანებს. ფეხბურთი ხალხს აერთიანებს, პოლიტიკა კი ყოფს".

"პოლიტიკოსობა რომ მდომოდა, პოლიტიკით დავკავდებოდი. მხოლოდ ის უნდა გავაკეთოთ, რაც კარგად გამოგვდის".

"სპორტი და პოლიტიკა ორი განსხვავებული კატეგორიაა. თუ ჭკვიანი ხარ, ყველაფერს გაიგებ", - დასძინა იბრაჰიმოვიჩმა.