"პირველი მატჩი ყოველთვის ყველაზე ემოციურია", - პოჩეტინომ პსჟ-ში დონარუმას დებიუტი შეაფასა
"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ საფრანგეთის ჩემპიონატში გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმას დებიუტი შეაფასა.
მოგეხსენებათ, იტალიელის დებიუტი "კლერმონთან" შეხვედრაში შედგა და კარი მშრალად შეინახა.
"პირველი მატჩი ყოველთვის ყველაზე მოციურია, განსაკუთრებით ასეთ სტადიონზე, მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრების თვალწინ".
"შესანიშნავი თამაში გამოვიდა, ფანებმა წარმოუდგენელი ატმოსფერო შექმნეს. ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასე რომ ხვალიდან უკვე მისთვის მოვემზადებით", - ციტირებს კლუბის პრესსამსახური პოჩეტინოს სიტყვებს.
დონარუმა "პსჟ"-ს ფეხბურთელი ევრო 2020-ის შემდეგ გახდა. იტალიელმა კიპერმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი - 2026 წლის 30 ივნისამდე გათვლილს. ივნისის ბოლოს ფეხბურთელს "მილანთან" ამოეწურა ხელშეკრულების ვადა.