ავტორიზაცია

"ოთხი თვეა არ უთამაშია, ამიტომაც მიხარია, რომ გაიტანა", - პიოლი იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებაზე

"ოთხი თვეა არ უთამაშია, ამიტომაც მიხარია, რომ გაიტანა", - პიოლი იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებაზე
თარიღი 13 სექ 2021, 00:36

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ სერია ა-ს მე-3 ტურში "ლაციოსთან" (2:0) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ "მილანს" ტოპ-დონეზე კარგად თამაში შეუძლია და დღეს "ლაციოზე" ხარისხიანად ვიასპარეზეთ, ასე რომ გამარჯვება დავიმსახურეთ".

"იბრაჰიმოვიჩს ოთხი თვეა არ უთამაშია, ამიტომაც მიხარია, რომ გაიტანა. მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო ძლიერი გახდება".

"მის შიგნით ცეცხლია, რაც იმით მტკიცდება, თუ როგორ იბრძვის ვარჯიშებსა და მატჩებში, ყოველთვის მაქსიმალური შედეგის დადებას ცდილობს".

"როცა ასე მუშაობ, შენს ასაკს ვერ გრძნობ", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.