ავტორიზაცია

მიქაუტაძე: "სერენში დავბრუნდი ბევრი გოლის გასატანად და ამას აუცილებლად გავაკეთებ"

მიქაუტაძე: "სერენში დავბრუნდი ბევრი გოლის გასატანად და ამას აუცილებლად გავაკეთებ"
თარიღი 13 სექ 2021, 10:45

იუპილერ ლიგის მეშვიდე ტურში "სტანდარდი" ესტუმრა მეზობელ "სერენს", რომელიც დაამარცხა მინიმალური ანგარიშით, 1:0. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც მეორე ტაიმში გამოჩნდა.

ქართველ თავდამსხმელს ჰქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა გოლის გატანა მან ვერ მოახერხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ლიეჟელთა ფორვარდმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

"სერენში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. აქ მოვედი გოლების გასატანად, რასაც აუცილებლად გავაკეთებ. სამწუხაროა, რომ დღეს არ გამომივიდა, თუმცა წინ მთელი სეზონია".

შეგახსენებთ, რომ 20-წლის შემტევი გამოდგა ბელგიური გუნდის უმაღლეს ლიგაში დაბრუნების მთავარი მამოძრავებელი ძალა. 24 შეხვედრაში გატანილი 22 გოლით, ჟორჟი, "შავ-წითლებთან" ერთად იუპილერში აღზევდა.

აქვე დავამატებთ, რომ მიქაუტაძე რჩება "მეცის" საკუთრებაში, ხორდი კონდომის გუნდში კი ის განათხოვრების წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. "სერენის" შემდეგი მეტოქე "ანტვერპენი" იქნება.